ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სასამართლო დავა შეწყვიტეს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს საერთო შვილებზე  მეურვეობისთვის სასამართლოში აღარ იდაონ. ჟურნალ People– ს ინფორმაციით მსახიობებმა უარი თქვეს სასამართლო სხდომაზე, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დანიშნული. ყოფილმა მეუღლეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ბავშვებთან მიმართებაში უფლებები და მოვალეობები გაინაწილეს.

თავიდან ანჯელინა ჯოლი ბავშვებზე სრული და ერთპიროვნული მეურვეობის მიღებას ითხოვდა. თუმცა ბრედ პიტი ერთობლივი მეურვეობის და თანაბარი უფლებების მომხრე იყო. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა შეთანხმებამდე მივიდა ყოფილი წყვილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში მსახიობებმა განქორწინება გადაწყვიტეს. ამას წინ უძღვოდა კონფლიქტი მათი კერძო თვითმფრინავის ბორტზე, რომლის შემდეგაც ჯოლი აცხადებდა, რომ ქმრის მიერ გამოყენებულ აღზრდი მეთოდები არ მოსწონს.

განშორების შემდეგ ბრედ პიტი ოჯახს ფინანსურად კვლავ ეხმარებოდა და კონფლიქტის მომენტის შემდეგ ოჯახის ბიუჯეტში დაახლოებით 1 300 000 დოლარი აქვს შეტანილი. ცნობლ წყვილს, რომლებიც მრავალწლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი ქონება თანაბრად ეკუთვნით.