ანჯელინა ჯოლის ყოფილი დედამთილი უპირისპირდება

 

{{ARTICLEIMAGE}}ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის მშობლების ურთიერთობა იდეალური არასოდეს ყოფილა, თუმცა ახლა, მათი განშორების შემდეგ ბრედ პიტის დედა უკვე ღიად საუბრობს ყოფილი რძლის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე.

 

“არასოდეს ვაპატიებ ანჯელინას რომ ოჯახი დაანგრია და ბრედი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა“ – ამბობს ბრედ პიტის დედა, 79 წლის ჯეინ ეტა ჰილჰაუსი ერთ–ერთ გამოცემასთან საუბარში.

ანჯელინა ჯოლის ყოფილი დედამთილი თვლის, რომ ჯოლი მის შვილს ქორწინების დროს ცუდად ექცეოდა, მისთვის დამახასიათებელი ემოციური სისასტიკით მანიპულირებდა, განქორწინების პროცესში შვილიც კი აამხედრა მამის წინააღმდეგ და განზრახ გაავრცელა ჭორები ბრედ პიტზე მისი კარიერის დასანგრევად და საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად.

განქორწინების ორწლიანი მტკივნეული პროცესის განმავლობაში ანჯელინამ პრესას არაერთხელ უამბო მისი და ბრედ პიტის პირადი ცხოვრების დეტალები. კერძოდ, ის ქმარს ალკოჰოლიზმში და ძალადობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა ყვებოდა, რომ პიტს ბავშვების შვილად აყვანა არ უნდოდა.

ბრედ პიტის დედის თქმით, ანჯელინა ხელს უშლის ბრედ პიტს ბავშვებთან ურთიერთობაში. როგორც გამოცემა წერს, ყოფილი დედამთილი ძლივს იკავებს თავს, რომ ყოფილი რძალი პირადად არ გამოლანძღოს.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის განქორწინების პროცესი ფინალს უახლოვდება და ყოფილმა მეუღლეებმა კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნეს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით.  ბრედ პიტმა ბავშვებთან რეგლამენტირებული, თუმცა რეგულარული ურთიერთობის უფლება მიიღო. თუმცა სანაცვლოდ ქონების გაყოფისა და ბავშვებზე მეურვეობის ფარგლებში ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს 100 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს. ალიმენტების გადახდის გარდა ბრედ პიტი იხდის ბავშვების ცხოვრების, დაცვის და განათლების ფულს მანამ, სანამ მათ 21 წელი არ შეუსრულდებათ.

 

“ბრედმა შვილების დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ახლა სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მის ჯიბეს დაარტყამს წლების მანძილზე, სანამ არ დაბერდება“ – ამბობს ბრედ პიტის დედა.

სანდო წყაროს ინფორმაციით სწორედ ფინანსური საკითხები იყო განქორწინების პროცესის ასე გაჭიანურების მიზეზი. ბრედი ცდილობდა ებრძოლა და თავი დაეცვა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და ხელი ვერ შეუშალა ანჯელინას მისთვის ქონების ნახევარი წაერთმია.

ნოემბრის ბოლოს მსახიობის ადვოკატმა, სამანტა ბლეი დეჯინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვების ინტერებიდან გამომდინარე ყოფილ ცოლ–ქმარს შორის შეთანხმების დეტალები საიდუმლოდ დარჩება.