ჩინეთის ქალაქ უჰანში აქამდე უცნობი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც ფილტვებს აზიანებს. დაავადება 50–ზე მეტ ადამიანში გამოვლინდა, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ახალი ვირუსის აღმოჩენა, რომლის გამო პაციენტებს პნევმონია უვითარდებათ, რა თქმა უნდა შეშფოთების საფუძველია. მედიკოსები მთელ მსოფლიოში მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადებიან.
არის თუ არა ვირუსის აფეთქება მოკლევადიანი თუ ეს არის უფრო სერიოზული საფრთხის პირველი ნიშანი?
რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ
დაავადებულებისგან ვირუსის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად სინჯები აიღეს. ჩინეთის ხელისუფლება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინფექციას კორონოვირუსი იწვევს. კორონოვირუსების ოჯახს განეკუთვნება საკმაოდ ბევრი ვირუსი, თუმცა მხოლოდ ექვს მათგანს (ახალი ვირუსის ჩათვლით შვიდს) შეუძლია ადამიანის დაავადება. 2002 წელს კორონოვირუსის აფეთქების შედეგად ჩინეთში ატიპიური პნევმონიით 8098 ადამიანი დაავადდა, აქედან 774 გარდაიცვალა.
“ხალხი დღემდე როგორც კოშმარს ისე იხსენებს ატიპიურ პნევმოინას, აქედან მოდის მნიშვნელოვანწილად შიში, თუმცა ახლა ბევრად უკეთ ვართ მომზადებული მსგავს დაავადებებთან საბრძოლველად“– ამბობს ექიმი ჯოსი გოლდინგი ველქამ თრასთიდან.
რამდენად საშიშია ვირუსი
კორონოვირუსებით დაავადების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს: მსუბუქი გაციებიდან დაწყებული გარდაცვალებით დამთავრებული. ახალი ვირუსი როგორც ჩანს სადღაც ამ დიაპაზონის შუაშია. მედიკოსები ამბობენ, რომ კორონოვირუსის აღმოჩენისას ისინი ცდილობენ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრას. ამჯერად სიმპტომები შედარებით მსუბუქია. შეშფოთების მიზეზი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა არა ისე ძლიერად, როგორც ატიპიური პნევმონიის შემთხვევაში.
ვირუსის ახალ სახეობებს მედიკოსები მუდმივად ავლენენ. ისინი ადამიანებს ზოგჯერ ცხოვლიდან გადაედებათ, არადა ცხოველში ვირუსი არც კი შეიმჩნევა. ამოცანა მარტივდება, როცა ცნობილია რომელი ცხოველი იყო ვირუსის მატარებელი. ამჯერად ვირუსით დაავადებების შემთხვევები უჰანში ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობას უკავშირდება.
თუმცა კორონოვირუსის მატარებლები შესაძლოა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი ფრინველი, გველები ან სხვა ცხოველებიც ყოფილიყო. მეცნიერები ვირუსის წყაროს სწორედ მათში ეძებენ.
რატომ მოხდა ვირუსის აფეთქება ჩინეთში.
მედიკოსების აზრით ეს მოსახლეობის რაოდენობას, სიმჭიდროვეს და ვირუსის მატარებელ ცხოველებთანა ხლო კონტაქტს უკავშირდება.ამ სიტუაციაში ყველაზე დამამშვიდებელი ის არის, რომ ახალი ვირუსი როგორც ჩანს ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება.ახალი ვირუსიების შესწავლისას, რომლებიც ფილტვებს აზიანებს მეცნიერებს პირველ რიგში ეს ასპექტი აინტერესებთ ხოლმე. ვირუსი, რომელიც ჰაერ წვეთოვანი გზით გადადის ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა.თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, მითუმეტეს, რომ კორონოვირუსების უმრავლესობა სწორედა ადამიანიდან ადამიანს გადაედება.
რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი
ყველა – 59 პაციენტს სიმპტომები 12–დან 29 დეკემბრამდე პერიოდში გამოუვლინდა. დაავადების ახალი შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, რაც მედიკოსების თქმით პოზიტიური ამბავია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ვირუსი ქვეყანაში ჩინური ახალი წლის წინ მილიონობით ადამიანის გადაადგილებისას გავრცელდეს.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არის. ყველა ინფიცირებულს იზოლირებულ პალატებში მკურნალობდნენ. დაკვირვების ქვეშ არიან ის ადამიანებიც, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰონდათ. ზღვისპროდუქტების ბაზრობა დეზინფექციის მიზნით დაიხურა. ტრანსპორტის მგზავრებისთვის კი დაყენდა სკანერები, რომლებიც სხეულის ტემპერატურას განსაზღვრავს.
ექსპერტების თქმით ამ ეტაპზე, სანამ ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია მწირია, ძნელია იმის თქმა, არის თუ არა სერიოზული შეშფოთების საფუძველი. თუმცა რახან ვირუსმა პირველი ბარიერები უკვე გადალახა და ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, მან შესაძლოა მუტაციის პროცესი დაიწყოს. ამიტომაც მეცნიერები თვლიან, რომ ყურადღებას და დაკვირვებას ნებისმიერი ვირუსი იმსახურებს, რადგან პოტენციურად შესაძლოა სერიოზული საფრთხე შექმნას.