{{ARTICLEIMAGE}}
- კანადა
საიდუმლო არ არის, რომ კანადელები მსოფლიოში ყველაზე ზრდილობიან და კეთილ ხალხად ითვლება, განსაკუთრებით საკუთარ მეზობლებთან შედარებით. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნის ორ უმსხვილეს ქალაქს– ვანკუვერს და მონრეალს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი აქვს.
2. იტალია
საოცარი იტალია და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი არა მხოლოდ ღირშესანიშნაობებით არის სავსე, არამედ მოგზაური ქალბატონებისთვის ერთ–ერთ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება. იტალიელები მხიარული და გულღია ხალხია. ასე რომ, საღამოობით მარტოობით არ მოიწყენთ. იტალიაში მეგობრების შეძენის შანსი ისევე შეგხვდებათ ყოველ ნაბიჯზე, როგორც არქიტექტურული საგანძური.
3. მალტა
4. ინდონეზია
ჩვენს სიაში კიდევ ერთი კუნძული სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე ათას ვულკანურ კუნძულზეა განლაგებული. სურვილის შემთხვევაში აქ ნამდვილი დრაკონებიც შეგიძლიათ ნახოთ და ასობით დიალექტიც მოისმინოთ. ინდონეზია სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით და სწრაფმავალი ავტობუსებით აოცებს. კუნძულ ბალიზე კი ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ დღესასწაული არასდეს მთავრდება. ღირშესანიშნაობებიდან აქ აუცილებლად უნდა ნახოთ მაიმუნების ტყე და პურა ბრატანის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 1633 წელს აშენდა.
5. ჰოლანდია
დავუბრუნდეთ უსაფრთხო ევროპულ მარშრუტებს და გავიხსენოთ თავისუფლებით გამორჩეული ქვეყანა – ჰოლანდია. ამ ქვეყანაზე მოარული არაერთი ლეგენდის მიუხედავად აქ დანაშაულის დონე ძალიან დაბალია. მჭიდროდ დასახლებულ ამსტერდამში კი მარტოობის არასოდეს შეგეშინდებათ, მითუმეტეს, რომ ტურისტული სეზონი აქ პრაქტიკულად მთელი წელი გრძელდება. კოფიშოფები, ლამაზი ნავებით სავსე არხები და ტიტების მინდვრები არასოდეს დაგავიწყდებათ. ამსტერდამში არაერთი გასართობის გარდა არაერთი საინტერესო მუზეუმია. ქალაქის მთავარ მოედანზე მადამ ტიუსოს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ, არ უნდა გამოტოვოთ ანა ფრანკის მუზეუმი, რემბრანდტის მუზეუმი და რაც მთავარია, ვან გოგის მუზეუმი. ქალებს ამსტერდამში შოფინგიც უყვართ. ადგილობრივი დიზაინერების ნახელავი გულგრილს არ დაგტოვებთ. და არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი. თუ უბრალოდ გასეირნება მოგინდათ შეგიძლიათ ველოსიპედი დაიქირავოთ. ისიც ხომ ამსტერდამის ერთერთი სიმბოლოა.
6. ნორვეგია
“ყველაზე ბედნიერი ქვეყანა“ – ასე უწოდებენ ხშირად ნორვეგიას. ეს ქვეყანა მართლაც ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია. ნორვეგიელები კი ძირითადად მშვიდი და ბედნიერი ხალხია.
7. იაპონია
პრაქტიკულად ყველა, ვინც იაპონიაში მოხვდება ამბობს, რომ იაპონელები უკვე 22–ე საუკუნეში ცხოვრობენ. ტექნიკური პროგრესი აქ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა – ავტომატბიდან დაწყებული, სადაც ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ (ვახშმის, ტანსაცმლის, ელექტროსაქონლის) და სასტუმროს ტუალეტებით დამთავრებული, რომლებიც გელაპარაკებიან. ყველაზე ფუტურისტულ რაიონად კუნძული ოდაიბა ითვლება, სადამდეც ტოკიოდან ადვილად მიხვალთ.
ამავე დროს იაპონია ტრადიციების ქვეყნად რჩება, როცა საქმე კულტურას და ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება. კლუბური ცხოვრების მოყვარული მოგზაურებისთვის საიტერესოა ტოკიოს რაიონი – სიბუია, რომელსაც არასოდეს სძინავს. დედაქალაქის გარდა აუცილებლად უნდა ნახოთ ფუძიიამას მთა, ოსაკა და შუასაუკუნეების იაპონიის დედაქალაქი კამაკურუ.
8. სინგაპური
კეთილგანწყობილი, საოცრად სუფთა და სრულიად უსაფრთხო სინგაპური აუცილებლად უნდა მოინახულოთ. შესაძლოა უამრავი რამის ნახვა მოგინდეთ, მათ შორის მაღაზიების შემოვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ინდუისტური, ბუდისტური და დაოისტური ტაძრების მოსანახულებლად, რომლებიც ამ ქვეყანაში მრავლად არის.
9. ტაივანი
ეს არის არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ საოცარად შთამბეჭდავი კუნძული–სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის, თუმცა ამავე დროს ჩინეთის დიდი ნაწილისგან ძლიერ განსხვავდება. ოფიციალური რელიგია ბუდიზმია, მაგრამ აქ თავისი ადგილობრივი რელიგიაც აქვთ ღმერთების მთელი პანთეონით. ამიტომაც ტაძრების კომპლექსების დათვალიერებით კარგად გაერთობით. აუცილებლად უნდა ნახოთ პრეზიდენტის სასახლე, მაოკონგის მთაზე მიმავალი საბაგირო და შილინის ბაზარი, რომელიც საღამოს რვაზე იხსნება და გამთენიისას ქრება.
10. ირლანდია
და ბოლოს, ქვეყანა ინგლისისა და უელსის გვერდით, რომელიც ცნობილია თავისი ცივი სანაპიროებით და ძველი ციხესიმაგრეებით. დედაქალაქი დუბლინი საკმაოდ განვითარებული, დინამიური და თანამედროვე ქალაქია, თუმცა ირლანდია,ში მოგზაურობა მაინც ბუნების მოყვარულებს უფრო იზიდავს. საძოვრები, სანაპირო ზოლები და კოშკურები, მთები – ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შუა საუკუნეების ფერწერულ ტილოს უყურებთ. საღამოობით კი შეგიძლიათ მყუდრო, კლასიკურ პაბში გათბეთ, ვისკი დააგემოვნოთ და ადგილობრივებთან ერთად რივერდანსი იცეკვოთ.
და ბოლოს: რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მოგზაურობა თანამგზავრის გარეშე შეიძლება სრულიად დაუვიწყარი და ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა მარშრუტს სწორად შეარჩევთ.