ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ვაშინგტონში ბავშვთა ნაციონალურ ჰოსპიტალს ესტუმრა. სანტას ქუდში გამოწყობილმა ექსპრეზიდენტმა ბავშვებს და მათ ოჯახებს საშობაო საჩუქრები მიუტანა.
საკუთარ ტვიტერის გვერდზე ობამამ ბავშვებს, მათ ოჯახებს და ჰოსპიტალის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მისი დახვედრისთვის. თავის მხრივ ჰოსპიტალმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მადლობა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მათი თქმით მათი პაციენტების დღე გაალამაზა.
“თქვენმა სიურპრიზმა გაათბო ჩვენი შენობა და ყველას სახეზე ღიმილი გამოიწვია. ჩვენს პაციენტებს ძალიან მოეწონათ თქვენთან დროის გატარება… და თქვენი საჩუქრები“ – ნათქვამია ჰოსპიტალის სტატუსში.