{{ARTICLEIMAGE}}
“იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ არჩილ თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: “გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რამე კომენტარი არ გააკეთო”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა”360 გრადუსში”.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა სიის წარდგენის შემდეგ, პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკა ბესელიამ წარდგენილი სიის მხარდაჭერაზე უარი თქვა. ფოფხაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას ცდილობდა, რომ მოსამართლეთა წარდგენილი სიისთვის მხარდაჭერაში არანაირი პრობლემა არ არის.
“იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ითვლებიან, რომ ცოტა დამოუკიდებელ შეფასებებს იძლევიან. ცოტა დავიძაბე – ეტყობა რაღაც ცუდი ხდება-მეთქი. ამის შემდეგ, მე ჩემი მხრიდან განვახორციელე ზარები ჩემს თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც. გავარკვიე, რეალურად რა ხდებოდა. გასაგები გახდა, რომ ბნელ ოთახში რაღაც ბნელი სია მზადდებოდა და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ამის შემდეგ, ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს: არის თუ არა რეალური, რომ პარასკევს ეს სია გავიდეს კომიტეტზე და მერე სხდომაზე. ეკა ბესელიამ კატეგორიულად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი. ირაკლი კობახიძე კი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის”, განაცხადა ფოფხაძემ.
პოლიტიკოსის ინფორმაციას ადასტურებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
“დიახ, ასეთი ფაქტი იყო და ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან. მე დავალებებს არ ვაძლევ, მე ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ ხოლმე მედიასთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან. ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო, წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას. ეს იყო ამის მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. გუნდის შიგნით, მათ შორის სატელეფონო საშუალებით თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი. მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ და აღმოჩნდა, რომ გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვისაც ასახელებდა იუსტიციის საბჭო”,განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან აგვისტოში გამართული შეხვედრის დეტალებზე ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს
ირაკლი კობახიძე გუნდის წევრებს სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
რა შეთანხმება არსებობდა კობახიძესა და ბესელიას შორის:ინფორმაცია, რომელიც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა
“ჯალათი მოსამართლეების გამო დატრიალდა ეს ამბავი“ – კამათი გოგიჩაიშვილსა და მდინარაძეს შორის (ვიდეო)
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა
“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)