ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი მოკლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ერთ-ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაჭრილია პირი, რომელიც  დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.