სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება – პესკოვი

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.

„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.