სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაწმინდა
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაწმინდა. წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ამაგრებდა, აქციის მონაწილეებს...
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს
საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
“საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს...
ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით–შარლ მიშელი
7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში...
თავის დროზე ჯაშუშებისთვის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა-კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოიყენა.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნეს და მისი განხილვა მხოლოდ...
შსს-ს ინფორმაციით პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების...
რუსულმა კანონმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე – ბორელის ოფისი
რუსულმა კანონმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს...
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა–აშშ–ს საელჩო საქართველოში
აშშ–ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს პარლამენტში “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით:
“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის...
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს...
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს – ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრება, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც...
კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის გზისათვის-პრეზიდენტი გაეროში
კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის - ამ კანონპროექტის მიმართ, ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე,...