ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ფულს რომ არიგებდა, ის უბანი მოვიგე – დეკანოიძე
"ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, ფულს რომ არიგებდა თავის უბანში.
ჰო, და ეს უბანი მოვიგე!"
წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.
ქართულმა ოცნებამ არჩევნები/რეფერენდუმი წააგო – გვარამია
"მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ არჩევნები/რეფერენდუმი წააგო.
მორჩა კინო
43% კი არა, ბუს კვერცხები"
წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
დღეს ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა – კობახიძე
"რაც შეეხება საერთო სურათს, წინასაარჩენო გარემო ყველამ სათანადოდ შეფასა. იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, მშვიდობიანი გარემო, სამართლიანი და თავისუფალი გარემო, ანალოგიურად, დღესაც ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის თავისუფლად, მშვიდად და სამართლიანად გაკეთების შესაძლებლობა....
მე-20 უბანს ვიგებთ და თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ – დეკანოიძე
"მე-20 უბანს ვიგებთ და თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ. არ გამოდიან"
წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.
ქუთაისში მასიურად აბათილებენ მერობის ნაწილში ბიულეტენებს! – დეკანოიძე
"ქუთაისში მასიურად აბათილებენ მერობის ნაწილში ბიულეტენებს!"
წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.
20:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 815 776 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 51.92%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა, რაც 1 815 776 ადამიანია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა, 2017 წელს - 45.65%, 2014 წელს –...
თბილისი! ახლა ხმები უნდა დავიცვათ! – სააკაშვილი
"თბილისი ახლა ხმები უნდა დავიცვათ!"
წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კალაძეს და გუნდს – ცერცვაძე ოცნების ოფისში მივიდა
"იმიტომ მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება"
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქართული ოცნების ოფისთან.
ქართულმა ოცნებამ რეგიონებში არჩევნები იყიდა – ხუხაშვილი
"რეგიონებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა არჩევნების ყიდვა. ორპოლუსიანობის პირობებში ნეგატიური არჩევანისას, ძალიან ადვილია ყიდვა. რესურსები მთლიანად მონოპოლიზებული აქვთ და ადგენენ და ასე ნაჯახით პირდაპირ იყიდეს არჩევნები. ვერ იყიდდენ გარკვეულ განვითარებაში,...
შედეგები კანონზომიერია, ორპოლუსიანობამ დასვა ეს შედეგი – ხუხაშვილი
"გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება, მე ვფიქრობ, ეს შედეგები კანონზომიერია. მოხდა ფორსმაჟორულ ვითარებაში ორპოლუსიანობის დაბრუნება ბოლო დღეების მოვლენების გამო და ამ ორპოლუსიანობამ დასვა ის შედეგი, რაც დასვა. ჩვენ...