“მინდა ყველა მინისტრს მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ, პირიქით. გასულ წელს, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის, იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, მაგრამ ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, უფრო შემართებით, მობილიზებით, რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას საჭიროებს”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.