“ჩემი ცოლის დაქალების” მეთხუთმეტე სეზონი იწყება

პოპულარული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი 8 მარტს დაიწყება.

სერიალის მეთხუთმეტე სეზონი კვლავ გავა პარასკევს, შაბათს და კვირას, საინფორმაციო გადაცემა “კურიერის” დასრულების შემდეგ, “რუსთავი 2”-ის ეთერში.

სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ კვლავ შევხვდებით მთავარ პერსონაჟებს, თუმცა კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც დაბრუნდებიან.

პროდიუსერის თქმით, უნდა ველოდოთ სიახლეებსაც:

“ტრადიციულად იქნება სიახლეები. ყველა ახალმა სეზონმა ახალი სათქმელი, ხედვის კუთხე, პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარების ხაზი უნდა მოიტანოს. ასე რომ, სტილს ამ სეზონშიც დავიცავთ, და მსგავსი სიახლეები იქნება”.

სერიალის მეთხუთმეტე სეზონში 62 სერია იქნება და ის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

წყარო – on.ge