ცნობილი ანიმაციური სერიალის, ”SPONGEBOB”-ის შემქმნელი გარდაიცვალა

სტივენ ჰილენბურგი, ნიკელოდეონის მეგაჰიტის, ”SpongeBob SquarePants”-ის შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზად ამიოტროფიული სკლეროზი დასახელდა, რაც მას გასული წლის მარტში დაუდგინეს.

მისი, როგორც ანიმატორის კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1992 წელს ის დააჯილდოვეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, ”Wormholes”-ის შექმნისთვის.  ამის შემდეგ მან მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ანიმაციების შექმნას და უკვე  1996 წელს დაიწყო ყველასათვის საყვარელ ანიმაციურ სერიალზე, ”SpongeBob”-ზე მუშაობა. 1999 წლის 1 მაისს კი შედგა მისი პრემიერა ”Nickelodeon”-ზე და ძალიან მალე ღრუბელი ბობი ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ გმირად იქცა.