COVID-19-ზე აცრის წინააღმდეგთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს – საქსტატი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არ გაკეთების სურვილი ძირითადად წინააღმდეგთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის კვლევის მიხედვით,

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება:

ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი
(36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%), მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%), სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობა (2.5%), ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%), მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%).

გამოკვლევის ფარგლებში შეგროვდა მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1 996 ადამიანმა, მათ შორის ქალაქში 965 მცხოვრებმა, ხოლო სოფლად 1 031 მცხოვრებმა.  მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 %, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 %, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6%.