COVID-19 სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული, რომელთაგან 16 ბოლნისის კლასტერიდანაა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან. ამ დროისთვის ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კორონავირუსი ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა.