დემნა გვასალია ავსტრალიის მხარდასაჭერად კოალის პრინტიან ტანსაცმელს გამოუშვებს

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, ავსტრალიის მხარდასაჭერად კოალის პრინტიანი ტანსაცმლის გამოშვება გადაწყვიტა. ამის შესახებ გვასალია საკუთარ ინსგტარამზე წერს.

აღნიშნული კოლექციიდან შემოსული თანხის 100% ადგილობრივ ორგანიზაციაში გადაირიცხება. ტანსაცმელზე კოალა იქნება გამოსახული და ბალენსიაგას საიტზე 13 იანვარს გამოჩნდება.

2015 წლის ოქტომბრიდან მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.