დემნა გვასალია ბალენსიაგას პრე-კოლექციებს აუქმებს

ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას ჩვენებამდე 5 დღით ადრე დასავლურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ის ძალიან წუხს დღევანდელი დიზაინერების მდგომარეობის გამო, ისინი გადაღლილები არიან ამდენი მუშაობით, დიზაინერებს იმაზე მეტს სთხოვენ ვიდრე ეს შესაძლებელია , რაც კოლექციების შემქმნელების მიმართ დიდი უპატივცემულობაა.

„3 თვე კოლექციის შესაქმნელად? ყველამ იცის რომ ეს პრობლემაა. ხალხი გადაიწვა, შემოქმედები გაგიჟდნენ. გავიაზრე, რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან შემოქმედებითი პროცესის მიმართ უპატივცემულობაა. სეზონები ძალიან აბსტრაქტულია. გაზაფხულის კოლექციაში ბეწვის ქურთუკს მთხოვენ “ -ამბობს დემნა გვასალია.

გვასალია მოდის ინდუსტრიას სთავაზობს წელიწადში მხოლოდ ორი ძირითადი ჩვენება გააკეთდეს. გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი
დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალ კოლექციას პარიზის მოდის კვირეულზზე 3 მარტს წარადგენს.