დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრ სახლში ბავშვების ზარებს უპასუხეს.
რეპორტიორის, კევინ დიაზის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ბავშვს, სახელად კოულმენს ეკითხება:
ტრამპი: გამარჯობა, ეს კოლმანია? შობას გილოცავ, როგორ ხარ? რამდენი წლის ხარ? სკოლაში კარგად სწავლობ? კიდევ გჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?
უცნობია რა უპასუხა ბავშვმა ტრამპს. სხვა ზარებმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მელანია ტრამპმა ბავშვებს ოცნებების ასრულება უსურვა.
BBC-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ შვიდი წლის ბავშვს, რომელსაც ის შობის წინა ღამეს ტელეფონზე დაელაპარაკა, სანტა კლაუსის არსებობის სჯერა.