“ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამის გაკეთება” – აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა (ვიდეო)

“2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა”, – ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში  განაცხადა,  სმენის აპარატი მოიხსნა და თქვა, რომ სმენის პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მაუწყებელში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

“მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს ეთერში მიწევს ამის გაკეთება. სამწუხაროდ, ახლა მე აღარ მესმის თქვენი ხმა… 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა… მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა,” – განაცხადა კაპანაძემ.