ასეთია კვლევის შედეგები, რომლებიც გასულ კვირას ჟურნალ Radiology–ში გამოქვეყნდა.
თუ თამბაქოს მოწევის შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი ფართოდ არის შესწავლილი და დოკუმენტირებული, ელექტროსიგარეტის გავლენა მწეველთა ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით ნაკლებად არის გამოკვლეული.
ერთი პაციენტი – ილინოისის მაცხოვრებელი ასაკოვანი მამაკაცი ამ კვირაში გარდაიცვალა.
ახალი კვლევის შედეგებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, მოქმედებს თუ არა ელექტრო სიგარეტის მოწევა გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე.
ამისათვის მათ რამდენიმე ათეული არამწეველი მოხალისე შეარჩიეს და რამდენიმე წუთით ბარძაყის არტერია გადაუკეტეს. შემდეგ კი ჟგუტი მოხსნეს. ამის შემდეგ კი მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიით შეამოწმეს, რამდენად გაძლიერდა სისხლის მიწოდება კიდურზე, რომელსაც ჟანგბადი არ მიეწოდებოდა.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს 16 ნაფაზი დაერტყათ ელექტროსიგარეტით, რომელიც ნიკოტინს არ შეიცავდა. ამის შემდეგ კი ექსპერიმენტი გაიმეორეს.
ამჯერად სისხლის მიწოდება საშუალოდ სამჯერ უფრო ნაკლები აღმოჩნდა, მისი სიჩქარე კი ოთხჯერ უფრო ნაკლები. ჟანგბადის რაოდენობა კი 20%–ით შემცირდა.
ამგვარად, ექსპერიმენტის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ელექტროსიგარეტის თუნდაც ერთჯერადი მოხმარება დროებით აუარესებს სისხლძარღვების მუშაობას, თუდაც კვამლი ნიკოტინს არ შეიცავდეს.
ყველა ელექტროსიგარეტში ძირითადი კომპონენტები ერთია – გლიცერინი და პროპილენგლიკოლი. გახურებისას კი ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქმნიან.