ეროვნულ ბანკში შესული ნაღდი ფული 14-დღიან კარანტინს გაივლის

მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს  გაავრცელა.

როგორც სებ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:

“2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში. დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში”, – წერია ინფორმაციაში.

სები-ი რეკომენდაციები  მოსახლეობას :

  • ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
  • შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
  • შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
  • კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს