ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7905 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0686 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.