“EU მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნება, “ქართულმა ოცნებამ” დეოლიგარქიზაციის კნაონპროექტზე უარი თქვას.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება :

  • “ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: მოცემული რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ერთად უფრო მტკიცედ შეგვიძლია წინსვლა.”

პაველ ჰერჩინსკის განცხადება :

“ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნა მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები. ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. 

არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას”.