ევროპაში ჰაერის დაბინძურების მხრივ რუსთავი პირველ ადგილზეა

გარემოს ევროპული სააგენტოს მონაცემები ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რუსთავია. 

ქალაქში განთავსებული სადგურის მონაცემებით, ჰაერი, რომელსაც ასიათასზე მეტი ადამიანი სუნთქავს უმეტეს შემთხვევაში ცუდი ან ძალიან ცუდია.

დაბინძურების მთავარი წყარო ინდუსტრიული ობიექტებია. დაჯარიმების შიშითაც კი, ფილტრების მონტაჟს ბევრი არ ჩქარობს. კანონის გამკაცრებაზე კი მთავრობაში ახლა მუშაობენ. ამ ფონზე რუსთავის კლინიკებში, სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პაციენტების მიმართვიანობა იზრდება. რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი შეისწავლეს და მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნეს.

“სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტები თითქმის 2 წელია აკვირდებიან, როგორ აბინძურებენ გარემოს რუსთავში იქ მდებარე საწარმოები. მათი თქმით, ქალაქში გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დადგმული ფონური სადგური 1 წლის განმავლობაში აჩვენებდა, რომ 72 პროცენტ შემთხვევაში რუსთავში ჰაერი იყო ცუდი, ან ძალიან ცუდი. 

მოძრაობამ მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც შესთავაზა. 

ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის კიდევ ერთ ბერკეტად  ქალაქის გამწვანებას მიიჩნევენ. სოციალურ ქსელში გაჩნდა კამპანია #გაTREEფე, რომელიც მიზნად მოქალაქეთა მოტივირებასა და ქალაქის გამწვანების ღონისძიებებში მათი ჩართვის გაზრდას ისახავს.