{{ARTICLEIMAGE}}
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.
რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს დადებითად აფასებს. მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ასამბლეის მხრიდან.