“როგორც კი ფეიკს გაგივრცელებენ, დაგიმონტაჟებენ, უნდა გადადგეს – თქვენი ნარატივი ესაა და მე წამოგყვებით, ვიხუმრებ ამაზე. ფეიკი თუ გაგივრცელეს, გადასადგომია კაცი, აბა რა… თვითონ თქვა, რომ ფეიკია.

აბაშიძეს მე ნამდვილად ვენდობი და მჯერა რაც თქვა, რომ მართალია. ისეთი ადამიანია და ისეთი რაღაცები არის მოცემულობა, რომ არნდობის საფუძველი არ მაქვს. თავად თქვა, სხვათა შორის, წინა შემთხვევაში რაღაც უხერხულობები, შეიძლება, იქაც იყო, იქ არ უარყვია იმ კაცს და თქვა, რომ ეს მართალია, ასე იყო. ამ შემთხვევაში თქვა, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ შინაარსი არის გადამონტაჟებული, 2 თუ 3 წლის წინანდელი საუბარია, დაამონტაჟეს და არის დაფეიკებული, შინაარსი არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთო.

სულ რომ ისე იყოს, იქ რაღაც საუბრები არის, როგორც მე ვიცი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას აფასებს ცუდად, ხომ? მეც ცუდად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ფსევდოგაბრაზებების ავტორები არიან”.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ჩანაწერს ეხმაურება.