“ფორსაჟის” რეჟისორი თბილისს მადლობას უხდის

“ფორსაჟი 9”-ის გადაღებები დასრულდა. რეჟისორი ჯასტინ ლინი “ტვიტერზე” თბილისს მადლობას უხდის. მისი შეფასებით, ახალი ეპიზოდი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნაწილია – წერს ჯასტინ ლინი “ტვიტერზე” .

ჯასტინ ლინმა იმ ქალაქებს გადაუხადა მადლობა, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. ფილმის პრემიერა 2020 წელს შედგება.

საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდა.„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო.