G7-ის ქვეყნები რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან

G7-ის ქვეყნები რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან. ამის შესახებ, გერმანიის ეკონიმიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ განაცხადა და ასევე დასძინა რომ რუბლით გადახდა მიუღებელია და მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც პუტინს აღნიშნული მოთხოვნა არ შეუსრულონ.

“დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა”, – თქვა რობერტ ჰაბეკმა.

პუტინის განცხადებით, “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზს რუბლში მიყიდიან.