გადამწყვეტი 48 საათი: ექიმებმა მეგან მარკლს მშობიარობის ხელოვნურად დაჩქარება შესთავაზეს

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ბავშვის დაბადება უკვე ერთი კვირით დაგვიანდა. მედიკოსების თქმით შანსი, რომ მეგანი ბავშვს დამოუკიდებლად გააჩენს, მცირეა.
აკუშერი კლაივ სპენს ჯონსი ამბობს, რომ პრობლემა მოსალოდნელი იყო. სპეციალისტების თქმით 35 წლის ასაკის ზევით ქალებს მშობიარობისას პრობლემები ხშირად აქვს. 37 წლის მეგან მარკლი კი “ხანდაზმულ მშობიარედ„ ითვლება.
ექიმებმა პრინცი ჰარის მეუღლეს სპეციალური პრეპარატების გამოყენება შესთავაზეს მშობიარობის დასაჩქარებლად. ამისათვის მეგანს ურჩიეს უინძორის სასახლიდან კლინიკაში გადავიდეს.
“თუ მშობიარობა შემდეგი 48 საათის განმავლობაში არ დაიწყება, სავარუდოდ ის ფრიმი პარკის საავადმყოფოში იმშობიარებს“– წერს დეილი მეილი. ექიმები ამბობენ, რომ სტიმულატორებს როგორც წესი მშობიარობის სავარაუდო თარიღის დადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში ნიშნავენ. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ სამეფო ოჯახის მომავალი წევრის ჯანმრთელობა მათთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა.
მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილის დაბადებას აპრილის ბოლომდე ვარაუდობდნენ, თუმცა მშობიარობა გაჭიანურდა. სამეფო ოჯახის ფანატების ნაწილი ბავშვის დაბადებას უინძორის სასახლის წინ ელოდება სპეციალური პლაკატებით ხელში.
მეგან მარკლი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ საზოგადოებრივ საქმიანობას მალევე დაუბრუნდება. წყვილი არ გამორიცხავს, რომ მალე აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საქველმოქმედო საქმიანობით და ბრიტანეთის პოპულარიზაციით დაკავდებიან.