გიორგი გაბუნიამ გადაცემა სტუდიაში ლაგოდეხის მერის გამოსახულებასთან ერთად წაიყვანა

მთავარი არხის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსტფაქტუმი ლაგოდეხის მერის გამოსახულებასთან ერთად წაიყვანა, რითაც სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გავრცელებულ ტენდენციას გამოეხმაურა. ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი იმით გახდა ცნობილი, რომ  საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს სამუშაოების ამსახველ ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

როგორც Facebook-ის მომხმარებლები წერდნენ, მერმა ფოტო პირად გვერდზე განათავსა, მომხმარებლების რეაქციის შემდეგ კი წაშალა. სამაგიეროდ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უამრავი ფოტოკოლაჟი გააკეთეს, და ლაგოდეხის მერი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში და სხვადასხვა სიტუაციებში გადაღებულ ფოტოებში ჩაამონტაჟეს.