“მთავარმა არხმა” გაავრცელა ფარულად გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ აშანტაჟებს “ქართული ოცნების” კოორდინატორი ტელეფონის მეშვეობით პირს. ლაპარაკიდან ირკვევა, რომ კოორდინატორი პირს საყვედურობს და სამსახურის დაკარგვით აშანტაჟებს, რადგან მოწოდების მიუხედავად, “ოცნების” ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში არ ჩამოვიდა.
“რატომ არ წამოხვედი? იცი რომ ეხლა სამსახურს დაკარგავ?”-ისმის ხმა.