IMF-ის შეფასებით, 6 წელში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდება, $9 000-ს გადასცდება – ღარიბაშვილი

“IMF-ის შეფასებით, 6 წელში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდება, $9 000-ს გადასცდება” – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

“მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონმა (IMF) რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკულ დოლარში გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე დასახელდა. ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა დასახელებული საქართველოს პოზიცია. აქვე, მინდა ვთქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.