ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა კარანტინიდან სიმღერა შეასრულა (ვიდეო)

ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა, რომელიც აბასთუმანში კარანტინში იმყოფება, ამჯერად საზოგადოების ყურადღება სიმღერით მიიქცია. მან ვიდეოში ის ხედიც აჩვენა,სადაც ამჟამად იმყოფება. როგორც ჩანს, ირანელი ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, ირანელი ტურისტი საზოაგადოების ყურადრბის ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ინფექციური საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვიდა, ექიმებმა კი უკან შეაბრუნეს. მას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ინფექციურიდან აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს.

ვიდეო,სადაც მას ექიმები ძალის გამოყენებით აბრუნებენ ინტერნეტჰიტი გახდა.