იშვიათი ფოტო–პრინცესა ბოტასებში ბავშვის გასეირნებისას

14 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი კენსინგტონის პარკში შვილის, ლუის გასეირნებისას შენიშნეს. ჩუმად გადაღებული ფოტო ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. ჰერცოგინია ცხრა თვის პრინცს ხეივნის გასწვრივ საბავშვო ეტლით ასეირნებდა, შემდეგ კი არხისკენ წავიდა. 37 წლის დედა დაცვის გარეშე იყო და როგორც ჩვეულებრივი ლონდონელი ქალი ბუნებით და შვილთან ურთიერთობით ტკბებოდა.
დიდი ბრიტანეთის მომავალ დედოფალს ლურჯი ჯინსი, ქურთუკი და New Balance – ის ბოტასები ეცვა. თმა კი ყოველგვარი განსაკუთრებული ვარცხნილობის გარეშე ჰქონდა გაშლილი.
სამეფო ოჯახის წევრთა მსგავს ფორმაში გადაღება უიშვიათესი შემთხვევაა და ფოტომ სწრაფადვე მოიარა ონლაინ სივრცე.