ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური ანგარიში აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გუშინდელ შეხვედრას.
კერძოდ, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების შესაქებად, რომლებიც, მისი თქმით, მორჩილად ასრულებენ პუტინის ბრძანებებს და „განზრახული აქვთ იმოქმედონ ბოლომდე“. პუტინმა საპასუხოდ აღიარა ჩეჩენი სამხედროების როლი და მადლობა გადაუხადა კადიროვს.
ამავე დროს, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვი აშკარად ნერვიულობდა შეხვედრაზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის დიდ ზეწოლას გრძნობს და ცდილობს ჩეჩნეთი, საკუთარი თავი და მისი ჯარები პოზიტიური და პროდუქტიული კუთხით წარმოაჩინოს. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ჩეჩნური ჯარები ამჟამად მინიმალურ როლს ასრულებენ უკრაინის ფრონტზე, ატარებენ შეტევითი ოპერაციებს ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას რაიონში და ძირითადად ასრულებენ წესრიგისა დაცვის ფუნქციას უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში. .
აქედან სამხედრო ექსპერტები ასკვნიან, რომ კადიროვს ეშინია პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვის, რადგან მას პრაქტიკულად არაფერი აქვს საჩვენებელი სამხედრო წარმატების თვალსაზრისით. ამ შეხვედრის დახმარებით მას ალბათ რეპუტაციის გაუმჯობესების და განმტკიცების იმედი ჰქონდა.
პუტინი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ მოახდენს ზეწოლას კადიროვზე, რათა გაზარდოს ჩეჩნური ძალების როლი ბრძოლაში, რადგან უკრაინაში დანაკარგები კვლავაც ძირითადად ვაგნერის დაჯგუფებაზე რუსეთის არმიაზე მოდის – ნათქვამია ISW-ის მოხსენებაში.