იტალიელმა მღვდელმა სასუნთქი აპარატი ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო,თვითონ კი გარდაიცვალა

72 წლის იტალიელმა მღვდელმა, ბერგამოს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, დონ ჯუზეპე ბერარდელიმ საკუთარი თავი გაწირა იმ ადამიანისთვის, ვისაც არცკი იცნობდა.

მას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა უარი თქვა იტალიაში უკიდურესად დეფიციტურ რესპირატორზე, რომელიც მისმა სამრევლომ პირადად მას უყიდა. მან გადაწყვიტა სასუნთქი აპარატი ვინმე მასზე უფრო ახალგაზრდა პაციენტისთვის გადაეცა, რომელსაც არც კი იცნობდა.

“დონ ჯუზეპე როგორც ნამდვილი მღვდელი, ისე მოკვდა. ღრმად ვარ შეძრული იმ ფაქტით, რომ მან უარი თქვა სასუნთქ აპარატზე და გადაწყვიტა ის ვინმე ახალგაზრდისთვის გადაეცა“– უყვება სან ჯუზეპეს ხანდაზმულთა თავშესაფარის ექიმი იტალიურ მედიას.

დონ ჯუზეპე ბერარდელი ლოვერეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტალიაში Covid19 –ისგან მინიმუმ 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა.