მიხეილ სააკაშვილი მორიგი ფეისბუქლაივით ბოლო დღეებში მისსავე სტატუსზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ დნმ-ს გაკეთება არავის ეთაკილება. „ჯერ რაღაცა წაგეკითხათ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ. რომ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, სულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და განსაკითხი, არ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით, სამართალიც ხომ კარგი საქონელია, საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები“ -აცხადებს სააკაშვილი ჩიკაგოს აეროპორტიდან.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა საკუთარი ფესიბუქის გვერდზე ორი დღის წინ ამ შინაარსის სტატუსი გაავრცელა:
“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს,მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას
{{VIDEO}}