პორტალმა GoCompare.com გადაწყვიტა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გამოსული ფილმების ანალიზის შედეგად გაერკვია, ამ პერიოდში რომელ მსახიობს ერგო წილად ყველაზე მეტი უარყოფითი რეცენზია. როგორც გაირკვა ქალ მსახიობებს შორის ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ჯესიკა ალბაა. მამაკაცებს შორის კი მაიკ ეპსი. უარყოფითი შეფასების ლიდერთაგან თითომ 59% მიიღო.
საიტმა მაგალითად გააანალიზა პოპულარული რესურსის, IMDB–ს მონაცემები. საუბარია მხოლოდ იმ კინოვარსკვლავებზე, რომლებმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 ან უფრო მეტ ინგლისურენოვან სრულმეტარჟიან ფილმში ითამაშეს. გარდა ამისა, შეისწავლეს მხოლოდ ის ფილმები, რომლებშიც მსახიობი სამსახიობო შემადგენლობის ათეულში იყო მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ალბა ისეთი ცნობილი პროექტების ვარსკვლავია, როგორებიცაა “ფანტასტიკური ოთხეული“, “თვალი, “ “ცოდვების ქალაქი“. როგორც გაირკვა, მის მიერ მიღებული რეცენზიებიდან დადებითი მხოლოდ 5% იყო, ნეიტრალური კი 36%. დანარჩენი უარყოფითი. ალბას შემდეგ ანტირეიტინგის მეორე ადგილზეა ჯესიკა ბილი, მესამე ადგილზე კი ჰიზერ გრემი.
რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, ნეგატიურ რეიტინგში მეორე ადგილს კევინ პოლაკი იკავებს, მესამეს კი ჯოშ დუამელი.