ხვალიდან ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის დადგენას შეძლებს

„ხვალიდან ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის დადგენას შეძლებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ძალიან დიდი ალბათობით (99,9%- ით) გვექნება საშუალება ვირუსის ამოცნობის. ჩვენ თავად გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამ ქვეტიპის დიაგნოსტირებისთვის, რაც ჩინეთში ცირკულირებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვირუსმა ჩინეთში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 17 200-ს გადააჭარბა.