L I Y A X KÁSHKASH – პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი

ორი ქართული ბრენდი – ​L I Y A და კაშკაში, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაერთიანდა. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, “კაშკაშის” ლაბორატორიაში.

LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის. KÁSHKASH კი თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა – სწორედ ესაა “კაშკაშის” მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.

LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე – მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით.

“LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა, პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ “კაშკაში”. მე თავად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია”, – ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი.

“უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA -სთან ერთად შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის”, – ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი.

LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფერიდან ალისფერ წითლამდე – ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი – ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანებისთვის თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად.

LIYA X KÁSHKASH – ის პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს – Liya.ge

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დააარსა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, „დროა“ დააარსა. "ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და...

ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე “ოცნებიდან”, ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია – ჯაფარიძე

''ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე "ოცნებიდან", ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია''-განაცხადა  გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერიმა, ზურაბ...

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე საპასუხო კიბერშეტევას გეგმავს– New York Times

New York Times–ის ცნობით აშშ–ს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე კიბერდარტყმას ამზადებს. ეს იქნება პასუხი...

ფრანგი მილიარდერი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა

საფრანგეთში ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი– პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ოლივიე დასო გარდაიცვალა....

“იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა“…–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ ფეისბუქზე წერს: “მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ...

დღეიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა უქმდება

დღეიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ...

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს,...

“ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო”- კიდევ ერთი მოქალაქე რომელიც ბერა ივანიშვილისგან მუქარაზე...

''ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო"- ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ  აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო