მაუგლი ეკრანებზე ბრუნდება

მაყურებელს უკვე საშუალება აქვს ნახოს მაუგლის ახალი ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელზეც ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი და მსახიობი, ენდი სერკისი მუშაობდა. პროექტი რადიარდ კიპლინგის ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება.

სიუჟეტი პატარა ბიჭის ისტორიაზეა ფოკუსირებული, რომელიც ტყეში მგლებთან გაიზარდა.ფილმის გადაღება კინოკომპანია  Warner Bros. მა წამოიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით “მაუგლი“ კინოგაქირავებაში წელს 19 ოქტომბერს უნდა ჩაეშვათ, თუმცა საბოლოოდ სტუდიამ ეს ფილმი უპერსპექტივოდ ჩათვალა და მისი გადაღების უფლება Netflix –ს მიყიდა.

ფილმის გმირების გახმოვანებაზე ისეთი ცნობილი მსახიობები მუშაობდნენ, როგორებიც არიან. ბენედიქტ ქამბერბაჩი, ფრეიდა პინტო, კრისტიან ბეილი, ქეით ბლანშეტი, მეთიუ რიზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

“მაუგლის“ მაყურებელი მომავალი წლის 7 დეკემბერს ნახავს. გარდა ამისა, ფილმს შეზღუდულ კინოჩვენებაშიც ჩაუშვებენ, რათა ფილმის შემქმნელებს მომავალში პრესტიჟული პროფესიული პრემიებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცეთ.