მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანსაღი საკვების მიღება, არამხოლოდ გარეგნობაზე, არამედ განწყობაზეც დადებითად აისახება. პროდუქტების გარკვეული კატეგორია ამაღლებს განწყობას და აქვეითებს სტრესს. ეს ყველაფერი კი დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე. იმისთვის რომ იდეალური მეხსიერება გვიან ასაკამდე შეინარჩუნოთ, აუცილებელია მიიღოთ შემდეგი სახის პროდუქტები:

თხილეული – ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის თესლი.

თევზი –  ცხიმიანი ხორცისგან განსხვავებით, ის არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.

კვერცხი – მასში შემავალი ნივთიერება ლეციტინი  ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

ბოსტნეული – განსაკუთრებით, ზღვის კომბოსტო – მდიდარია იოდით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისათვის.

კენკრა და ხილი- განსაკუთრებით მოცვი  ეს იმ ვიტამინების წყაროა, რომელიც  ტვინში დაბერების პროცესს აფერხებს.

ბალახები – მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტი), სალბი (ხელს უწყობს ნეირონების გადართვას), რეჰანი (ხსნის დაღლილობას), გინკო-ბილობა (აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მიკროცირკულაციას).

რაც მთავარია-დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი -თავის ტვინის 90% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინისათვის მომაკვდინებელია. წყლის დალევა ტვინს ჟანგბადით ამარაგებს და იცავს მას გაუწყლოვანებისგან.

კვებასთან ერთად არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა და ძილი, რომელიც ტვინს დაბერებისგან იცავს.