მეუფე დანიელი: გიორგი მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალება სურდა

მეუფე დანიელის ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ვარაუდობს, რომ შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ ეკლესიას ახლაც იგივე პოზიცია აქვს და თუ შეწყალება მოხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

“პრეზიდენტი მზად იყო, შეეწყალებინა დეკანოზი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიაც არ არის წინააღმდეგი”, ამბობს მეუფე დანიელი.