მწეველები ფერების აღქმას სწრაფად კარგავენ

ადამიანები, ვინც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტზე მეტს ეწევიან თანდათანობით ფერების აღქმას კარგავენ. ასაკთან ერთად კი ბევრად სწრაფად კარგავენ მხედველობას, ვიდრე არამწეველები. აშშ–ს რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარის, სტივენ სილვერშტაინის თქმით, მოწევა პრაქტიკულად ორჯერ ზრდის თვალის ბადურის დეგენერაციის რისკს, ასევე ხელს უწყობს თვალის ანთების განვითარებას და თვალის ბროლის გაყვითლებას.
კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით სიგარეტის მოხმარება და თუნდაც კვამლთან მუდმივი კონტაქტი უარყოფითად მოქმედებს თვალის მიერ ფერების და გეომეტრის აღქმაზე. ასეთ დასკვნამდ მეცნიერები ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად მივდნენ. ისინი 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ და ამავე ზომის მწეველთა ჯგუფს, რომლის წევრები ბოლო ათი წლის მანძლზე დღეში 20 ღერს ეწეოდნენ.
ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს მხედველობა შემდეგი მეთოდით შეუმოწმეს: ეკრანზე ხაზებით დაფარული, ან ფერით შეფერილი მართკუთხედები გამოჰყავდათ, ასევე გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც სხვადასხვა ფერის წრეებისგან იყო შედგენილი.
შედეგად გაირკვა, რომ არამწეველებს თითქმის ორჯერ მეტი კონტრასტული მხედველობა ქონდათ და ორ–სამჯერ უკეთ არჩევდნენ გეომეტრიულ ფიგურებს მწეველებთან შედარებით.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი და თამბაქოს წვის პროდუქტები არა მხოლოდ აუარესებენ მხედველობის ცენტრების მუშაობას მწეველის ტვინში, არამედ პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ თვალებზე. ამავე დროს მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მხედველობის კონტრასტულობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა ბადურაში სისხლძარღვების შევიწროება და მის უჯრედებში ოქსიდანტების კონცენტრაციის მომატებაც გახდა.