მზად ვართ, კორონავირუსით დაინფიცირებულები ვაზიაროთ – დეკანოზი შალვა კეკელია

ეკლესია მზად არის კორონა ვირუსით ინფიცირებულები აზიაროს– ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში  გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ,ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.