ნეტფლიქსმა ბიონსეს დოკუმენტური ფილმის გამოსვლის თარიღი დააანონსა

ნეტფლიქსმა ბიონსეს შესახებ  დოკუმენტურო ფილმი “Homecoming” გადაიღო რომელიც ეკრანებზე 17 აპრილს გამოვა. გუშინ გამოქვეყნდა ფილმის ოფიციალური თრეილერიც.დოკუმენტური ფილმი 2018 წელს კოაჩელაზე ბიონსეს გამოსვლას შეეხება – ფილმში ძირითადად გამოუქვეყნებელი კადრები და ინტერვიუები იქნება.2018 წელს, ბიონსეს  კოაჩელაზე გამოსვლა ისტორიული იყო – ის გახდა პირველი შავკნანიანი ქალი, რომელიც ფესტივალის ჰედლაინერი იყო.