New York Times–ის გამოძიება:კახოვკის ჰესზე ავარიის მიზეზი წყალქვეშა გვირაბში აფეთქება გახდა

New York Times-ის რედაქციამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა კახოვკის კაშხალზე მომხდარი კატასტროფის მიზეზებზე.

ამერიკელ და უკრაინელ ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, ასევე ყველა არსებული მონაცემების (მათ შორის, სატელიტური მონაცემების და სეისმური სადგურების ინდიკატორების) შესწავლის შემდეგ, ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კაშხლის აფეთქება  შიგნით მოხდა და გარედან თავდასხმა კატასტროფას არ გამოიწვევდა. .

უფრო მეტიც, აფეთქება, სავარაუდოდ, განზრახ მოაწყვეს: ეს მოხდა სტრუქტურის ყველაზე დაუცველ ადგილას – გვირაბში, რომელიც წყლის ქვეშ გადის სადგურის ბეტონის საფუძველში და სამანქანო ოთახს უერთდება.

მას შემდეგ, რაც სადგური საბჭოთა წლებში აშენდა, მოსკოვში არსებობს მისი დეტალური ნახაზები – და მათი დახმარებით ძნელი არ არის ამ ყველაზე დაუცველი ადგილის პოვნა, აცხადებენ ჟურნალისტები.

ძლიერი აფეთქება მიზნად ისახავდა ფუნდამენტის მთლიანობის დარღვევას. ამის შემდეგ მეზობლად მდებარე კაშხლის ნაწილები თავისით ჩამოინგრა – წყლის კოლოსალური წნეხის ქვეშ.