ნიკა ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში, ვეღარ მოვასწარი- ნათელაშვილი მელიაზე

ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ერთად ლონდონის ჰითროუს აეროპორტში იმყოფება. 

„სახლში რაღაცა ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება“ – წერს ნიკა მელია.

ფოტოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა.

„მახსოვს. ნიკა უწესიერსი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში. ვეღარ მოვასწარი. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა“ – წერს შალვა ნათელაშვილი.