ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა

რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა. ბავშევები დღეს დილით ჩაჩავას სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. ამის შესახებ ნოდარ მელაძე ფეისბუქ გვერდზე წერს და ახალშობილების ფოტოსაც აქვეყნებს.

ის, რომ ნოდარ მელაძე ტყუპებს ელოდებოდა ზუსტად ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც რუსთავი2–ის ახალმა დირექტორმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ამბის კომენტირებისას მელაძემ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენისთვის – ტყუპების დაბადებისთვის ემზადებოდა და მთავარი მისთვის ეს ამბავი იყო. 

“სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის“– დაწერა ნოდარ მელაძემ ფეისბუქ გვერდზე, მოგვიანებით კი პატარების ფოტოც დადო.