ამერიკელი სტრატეგები თვლიან, რომ უკრაინული ჯარები ზედმეტად გაფანტულნი არიან და უნდა კონცენტრირდნენ მთავარ მიმართულებაზე – ქვეყნის სამხრეთით, წერს New York Times ამერიკელ და სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, კონტრშეტევისას უკრაინას დიდი ძალისხმევა სჭირდება რუსული თავდაცვითი გარღვევისთვის, დიდწილად იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მათ შორის საუკეთესო საბრძოლო ნაწილები, იმ ადგილებში არიან, სადაც არ არის საჭირო.
შეტევის მთავარი მიზანია სამხრეთ უკრაინაში რუსული მომარაგების ხაზების გაწყვეტა რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო ხიდის გაწყვეტით, მაგრამ ამ მიზანზე ფოკუსირების ნაცვლად, უკრაინელმა მეთაურებმა ჯარი და საცეცხლე ძალები თანაბრად გაანაწილეს აღმოსავლეთსა და სამხრეთს შორის, ამბობენ აშშ–ს ოფიციალური პირები.
შედეგად, ბახმუტისა და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქების მიდამოებში უფრო მეტი უკრაინული ჯარი იმყოფება, ვიდრე სამხრეთით მელიტოპოლისა და ზაპოროჟიეს მახლობლად, სადაც ფრონტის ბევრად უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორებია.
ამერიკელები უკრაინას ურჩევენ ფოკუსირება მოახდინონ მელიტოპოლისკენ წინსვლაზე და რუსეთის მიერ დანაღმული ველებისა და სხვა თავდაცვითი ზღუდეების გარღვევაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები ამ პროცესში მეტ ჯარისკაცს და აღჭურვილობას დაკარგავენ.
მხოლოდ ტაქტიკის შეცვლით და მკვეთრი წინსვლის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კონტრშეტევის ტემპი, თქვა ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც, ისევე როგორც NYT-ის რამდენიმე სხვა თანამოსაუბრემ, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
გამოცემის თანახმად, 10 აგვისტოს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ, მისმა ბრიტანელმა კოლეგამ ტონი რადაკინმა და კრისტოფერ კავოლიმ, ევროპაში აშშ-ს ძალების მეთაურმა,უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის მოუწოდეს ყურადღება გაამახვილოს. ერთი ძირითადი მიმართულებით.
ორი ოფიციალური პირის თქმით, რომლებიც საუბარს ესწრებოდნენ, ზალუჟნი დათანხმდა, წერს NYT.